ორმხრივი დათმობის იმედი გაჩნდა - ნაპოლი ოსიმენთან ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

ვიქტორ ოსიმენის აგენტმა „ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მეორე შეხვედრა გამართა.
Sky Sport Italy-ს ინფორმაციით, ნიგერიელი ფორვარდი მზად არის გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.
მხარეებს შორის ფინანსურ საკითხში უთანხმოებები არსებობს. თუმცა, ხელმძღვანელობა მზადაა ნიგერიელს სასურველი ხელფასი გადაუხადოს, თუ ის თავის მხრივ, გამოსასყიდი თანხის პუნქტში 200 მილიონთან დაახლოებული ციფრის ჩაწერას დათანხმდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ზაფხულს „ნაპოლი" ოსიმენს 180 მილიონ ევროდ აფასებს და მისით ბევრი კლუბი ინტერესდება, თუმცა ამხელა თანხის გადახდის მზადყოფნა არავის არ გამოუთქვამს.