ალ ხელაიფი: "ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ერთად ორი ჩინებული წელი გავატარეთ"
„პსჟ-ს" პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ, ლეო მესის გუნდში გატარებული ორი წლისთვის მადლობა გადაუხადა.
ლეო მესის თემას ხელაიფი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს წარდგენისას შეეხო:
„კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ახალ სავარჯიშო ცენტრში, ახლა ჩვენ ახალი მწვრთნელიც გვყავს. ეს კლუბისთვის ისტორიული მომენტია, ჩვენთვისაც, თქვენთვისაც.
სანამ ახალი მწვრთნელის წარდგენაზე გადავალ, მინდა მადლობა გადავუხადო კრისტოფ გალტიეს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.
ასევე, მსურს მადლობა ვუთხრა ლეო მესის, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს. ერთად, ჩვენ ორი ჩინებული წელი გავატარეთ. არ გვავიწყდება სერხიო რამოსიც.", - აღნიშნა ალ ხელაიფიმ.
რამოსმაც და მესიმაც „პსჟ" სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს.