ბონუჩი შესაძლოა იუვენტუსიდან პრემიერ ლიგის კლუბში გადავიდეს

გამოცდილმა იტალიელმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ შესაძლოა ტურინის "იუვენტუსი" დატოვოს და კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში განაგრძოს.
Calciomercato-ს ცნობით, "ნიუკასლი" 36 წლის ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული.
ფეხბურთელის აგენტმა წინასწარი მოლაპარაკება "კაჭაჭების" წარმომადგენლებთან გამართა.
"ბებერი ქალბატონი", თავის მხრივ, მზადაა განიხილოს ბონუჩის გაყიდვა, რათა კლიბის ხარჯები
"ბებერი ქალბატონი", თავის მხრივ, მზადაა განიხილოს ბონუჩის გაყიდვა, რათა კლიბის ხარჯები
შეამციროს.
ტურინულ კლუბში გამოცდილი მცველი 6,5 მილიონ ევროს იღებს. მისი კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდეა ძალაში.
გასულ სეზონში ლეონარდომ იტალიის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ორი ყვითელი ბარათი მიიღო.
გასულ სეზონში ლეონარდომ იტალიის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ორი ყვითელი ბარათი მიიღო.