ავტორიზაცია

შვაინშტაიგერი: "კეინმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, სურს თუ არა კარიერაში მინიმუმ ერთი თასის მოგება?"

შვაინშტაიგერი: "კეინმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, სურს თუ არა კარიერაში მინიმუმ ერთი თასის მოგება?"
თარიღი 06 ივლ 2023, 15:56
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინის გერმანულ გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"კეინმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, სურს თუ არა კარიერაში მინიმუმ ერთი თასის მოგება? ვიცი, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უნდა, რომ გარშემო ოჯახი და მეგობრები ჰყავდეს. 

მიუნხენში მას საშუალება ექნება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ბაიერნში ის ძალიან მაღალი ხარისხის პარტნიორებით იქნება გარშემორტყმული. 

ვფიქრობ, ერიკ ჩუპო-მოტინგი ბაიერნისთვის არ არის საკმარისი, რადგან ის უფრო სარეზერვო ვარიანტია. კეინი იდეალური იქნებოდა ბაიერნისთვის. “, - განუცხადა შვაინშტაიგერმა Talksport-ს.