"იტალიის ნაკრების პრობლემებს რატომ არ აგვარებს?", - ბრაზილიის პრეზიდენტი ანჩელოტის დანიშვნით უკმაყოფილოა
ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუკა და სილვა უკმაყოფილოა იმით, რომ მისი საფეხბურთო ნაკრების თავკაცად 2024 წლიდან კარლო ანჩელოტი დაინიშნება.
იტალიელს 2023/24-სეზონის ბოლოს „რეალთან" კონტრაქტი ამოეწურება და როგორც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა, ის სწორედ მომდევნო ზაფხულიდან „პენტაკამპეონებს" ჩაიბარებს.
„ანჩელოტი იტალიის ნაკრების მწვრთნელი არასდროს არ ყოფილა.
რატომ არ აგვარებს ის იტალიის ნაკრების პრობლემებს, რომელმაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზეც კი ვერ ითამაშა?", - აღნიშნა ლუკა და სილვამ ინტერვიუში.