ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა: კრისტიან პულიშიჩი მილანში ითამაშებს

შეთანხმება შედგა: კრისტიან პულიშიჩი მილანში ითამაშებს
თარიღი 07 ივლ 2023, 15:14
"მილანმა" ლონდონის "ჩელსისთან" კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. 

ჟურნალისტი დანიელ ლონგოს თქმით, კლუბებმა ერთმანეთთან გარიგების ყველა პირობა შეათანხმეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მილანი" პულიშიჩში 20 მილიონ ევროს გადაიხდის. 

ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო გათამაშებაში 24 წლის ამერიკელმა თითო გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.