ავტორიზაცია

მბაპე: "სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში? ახლა ყველაზე მეტად მხოლოდ ერთი რამ მაღელვებს"

მბაპე: "სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში? ახლა ყველაზე მეტად მხოლოდ ერთი რამ მაღელვებს"
თარიღი 07 ივლ 2023, 22:36
„პარი სენ-ჟერმენის" შემტევს, კილიან მბაპეს ჰკითხეს, სად ითამაშებს ახალ სეზონში.

როგორც ცნობილია, პარიზულმა კლუბმა პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა: მბაპე ან კონტრაქტს ახანგრძლივებს, ან გუნდი ამ ზაფხულსვე უნდა დატოვოს, რადგან გაისად მიდი უფასოდ წასვლა დაუშვებელია.

„სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში? ახლა კამერუნში ვარ და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მინდა, ჩემი შვებულებით ბოლომდე ვისიამოვნო, კამერუნში ყოფნით დავტკბე. ეს არის ერთადერთი რამ, რაც ახლა მაღელვებს.", - აღნიშნა მბაპემ.

საინტერესოა, რომ კილიანმა რიტორიკა ძალიან შეცვალა. რამდენიმე კვირის წინ ის ღიად აცხადებდა, რომ „პსჟ-ს" დატოვებას ამ ზაფხულს არც კი განიხილავდა.