ავტორიზაცია

"იოზილმა კარგი რჩევები მომცა", - რეალის ახალწვეულმა ბავშვობის კუმირები დაასახელა

"იოზილმა კარგი რჩევები მომცა", - რეალის ახალწვეულმა ბავშვობის კუმირები დაასახელა
თარიღი 07 ივლ 2023, 22:53
მადრიდის „რეალმა" დღეს გულშემატკივრებს ახალწვეული არდა გიულერი წარუდგინა.

პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგენისას, თურქმა ფეხბურთელმა თავისი ბავშვობის კუმირები დაასახელა.

„მადრიდის რეალს უდიდესი მემკვიდრეობა აქვს. კრიშტიანუ რონალდუ, იოზილი, ზიდანი, გუტი. ისინი ლეგენდები არიან და მინდა, ამ ისტორიის ნაწილად ვიქცე.

ყველანი ძალიან მნიშვნელოვანები არიან, მაგრამ ჩვემთვის საუკეთესო ნახევარმცველი მსოფლიოში - ლუკა მოდრიცია. მინდა, მის გვერდით თამაშის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მისგან ბევრი ვისწავლო. მას უდიდეს პატივს ვცე.

მესუთმა მითხრა, რომ „რეალი" მსოფლიოში უდიდესი კლუბია. ძმური ურთიერთობა გვაქვს და ის ყოველთვის კარგად ლაპარაკობდა ამ კლუბზე და რჩევებსაც მაძლევდა.", - აღნიშნა „სამეფო კლუბის" ახალწვეულმა.