მანჩესტერის ლეგენდა: "კლუბი დე ხეას ძალიან უპატივცემლოდ ექცევა"
„მან იუნაიტედი" ექს-ფეხბურთელი, დუაიტ იორკი მიიჩნევს, რომ კლუბი დავიდ დე ხეას უპატივცმელოდ ექცევა.
1 ივლისიდან ესპანელი გოლკიპერი თავისუფალი აგენტია და „იუნაიტედს" ახალ კონტრაქზე ვერ უთანხმდება, მას შემდეგ, რაც კლუბმა მიღწეული შეთანხმება დაარღვია და ფეხბურთელს შემცირებული ხელფასი შესთავაზა. პარალელურად, ხელმძღვანელობა ანდრე ონანას ტრანსფერზეც მუშაობს.
„დავიდ დე ხეას სიტუაცია კლუბის მხრიდან ცოტა არ იყოს უპატივცემლობაა, მაგრამ ამავდროულად, მათ ამის უფლება აქვთ.
არავის არ უნდა, კლუბში ასეთი ხანგრძლივი კარიერის სკანდალით დასრულება. მესმის, როგორ მუშაობენ კლუბები, მაგრამ თან ფეხბურთელსაც ვუთანაგრძნობ.
ცუდი მეკარე ოქროს ხელთათმანს ვერ მოიგებდა. ვიცი, რომ შეცდომებიც ჰქონდა, ზოგჯერ კრიტიკულ მომენტებშიც, მაგრამ ვის არ მოსვლია?
არამგონია, რომ მეკარეები, რომელთა ყიდვაზეც კლუბი მუშაობს, დე ხეასთან მიახლოვებულები მაინც იყვნენ. შეიძლება, დინ ჰენდერსონს მისცენ შანსი, სანამ დე ხეა ჯერ კიდევ აქ არის, მაგრამ ახალი მეკარის მოყვანა შეიძლება დიდ დარტყმად იქცეს, რადგან ეს კიდევ უფრო დიდი რისკია, ვიდრე დე ხეას დატოვება.", - აღნიშნა იორკმა.