"ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მათ წარმოაჩინეს", - კუმანმა ბარსელონადან მესის წასვლა გაიხსენა
რონალდ კუმანმა „ბარსელონადან“ ლეო მესის გაშვებას უდიდესი შეცდომა უწოდა.
არგენტინელმა „ბარსა“ 2021 წელს დატოვა თავისუფალი აგენტის სტატუსით და ორი სეზონი „პსჟ-ში“ გაატარა, წელს მის დაბრუნებაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა საბოლოოდ ლეო „ინტერ მაიამიში“ გადავიდა.
„მესის გაშვება „ბარსელონასთვის“ უდიდესი შეცდომა იყო. როგორც მწვრთნელი, მე ვიაზრებ საკუთარ რისკებს, როცა საქმეები არც ისე კარგად მიდის.
მწვრთნელი შეიძლება გაუშვან. ამასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და მსგავსი რამ არც ჩემს თავს მოხდა პირველად.
მაგრამ, როცა ასე კლუბისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას მოექცნენ, თანაც ეს არც ისე გულწრფელი გარიგება იყო. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამის ოდესმე გამოსწორება.
ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც მათ წარმოაჩინეს.“, - აღნიშნა კუმანმა, რომელიც ამჟამად ნიდერლანდების ნაკრებს წვრთნის.