მბაპე: "იმის გამო, რომ პსჟ-ში ვთამაშობ, ხალხი ჩემს მიღწევებს არასათანადოდ აფასებს"
კილიან მბაპე მიიჩნევს, რომ მის მიღწევებს არასაკმარისი ფასი ედება იმის გამო, რომ ის „პსჟ-ში“ თამაშობს.
„პუბლიკა ჩემს მიღწევებს არასათანადოდ აფასებს? კი, მაგრამ ამაში მათ არ ვადანაშაულებ. საფრანგეთში ხედავდნენ, როგორ ვიზრდებოდი, ისინი ყოველკვირა მხედავენ, ან „პსჟ-ში“ ან საფრანგეთის ნაკრებში. უკვე რამდენი წელია, საკმაოდ ბევრი გოლი გამაქვს. ასე რომ, ხალხისთვის ეს ნორმად იქცევა.
მე არასდროს მიწუწუნია, რომ ჩემი მიღწევები არ ფასობს. ახალგაზრდა ვარ, არც ისე დიდი ხნის წინ მეც მაყურებელი ვიყავი, სანამ მსახიობი გავხდებოდი. მე თვითონაც არასათანადოდ ვაფასებდი იმას, რასაც აკეთებდა მესი, რასაც აკეთებდა რონალდუ, უდიდესი ფეხბურთელები. ჩვენ მუდმივი მოთხოვნების საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელიც ფიქრობს - „კარგია, აბა კიდევ ქენი.“
თანაც ის ფაქტი, რომ მე აქვე ვარ, პარიზში... ვფიქრობ, ასეთ დროს, ცუდად მოქმედებს ისიც, რომ „პსჟ-ში“ ვთამაშობ, იმიტომ რომ ეს კლუბი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ბევრ ლაპარაკს აჩენს. მაგრამ, ეს არ მაღელვებს, იმიტომ რომ პირველ რიგში მე ვიცი ყველაზე უკეთ, რას და როგორ ვაკეთებ.“, - აღნიშნა „პსჟ-ს“ ფორვარდმა France Football-თან ინტერვიუში.