"როგორ უნდა მოიგოს პსჟ-მ ლიგა? რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ", - მბაპემ წასვლაზე მიანიშნა?
„პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა, კილიან მბაპემ, გუნდიდან შესაძლო წასვლაზე მინიშნება გააკეთა.
რა უნდა გააკეთოს „პსჟ-მ" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
„არ ვიცი, ამ კითხვას მე არ უნდა მისვამდეთ. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. დანარჩენი კი კითხეთ ხალხს, ვინც კლუბის დაკომპლექტებაზეა პასუხისმგებელი.
ჩემი ბოლო სეზონი „პსჟ-ში"? მარტივია, მე ძალიან კონკურენტუნარიანი ვარ, მინდა სულ ვიგებდე, ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. არ აქვს მნიშვნელობა რა მაისურით ვთამაშობ, სად ვთამაშობ, მე არასდროს არ ვკმაყოფილდები." - აღნიშნა „პსჟ-ს" შემტევმა.