ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტის სკანდალურმა გამოსვლამ მბაპეს ნერვიც კი არ გაუტოკა - ESPN

პსჟ-ს პრეზიდენტის სკანდალურმა გამოსვლამ მბაპეს ნერვიც კი არ გაუტოკა - ESPN
თარიღი 07 Jul 2023, 23:16
„პსჟ-ს“ პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის საჯარო გამოსვლამ კილიან მბაპეს ნერვიც კი არ შეუტოკა.

ESPN-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა საჯაროდ ილაპარაკა და მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა: მან ორი კვირის მანძილზე ან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, ან გუნდიდან წავიდეს - მბაპეზე ამ სიტყვებმა არანაირი გავლენა არ მოახდინა.

ფრანგ ფეხბურთელს კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ გუნდთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს, თუმცა არც წასვლის დაჩქარებას აპირებს.

მბაპე მხოლოდ მადრიდის „რეალში“ გადასვლას განიხილავს და სხვა ვარიანტები არც კი აინტერესებს. რაც შეეხება ესპანურ კლუბს - მადრიდელები ელოდებიან, როდის გადადგამს „პსჟ“ პირველ ნაბისჯ და მათთან მოლაპარაკებაზე წამოვლენ, ჯერჯერობით კლუბებს შორის კომუნიკაცია არ დამყარებულა.

თავად მბაპე კი ფლორენტინო პერესთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და „რეალის“ პრეზიდენტი ფეხბურთელის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის საქმის კურსშია.