ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმის გამო, სერხიო რიკო დიდი ალბათობით ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს
სერიოზული ტრავმის გამო, სერხიო რიკოს, დიდი ალბათობით, კარიერის დასრულება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ცხენიდან გადმოვარდა და თავის ქალის სერიოზული დაზიანება მიიღო. ექიმებმა მას ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინეს.
ესპანელი ფეხბურთელი 19 დღე ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა, შემდეგ კი თვეზე მეტი ინტენსიური თერაპიის პალატაში გაატარა.
The Athletic-ის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, რიკომ 20-ზე მეტი კილოგრამი დაიკლო. ინტენსიური თერაპიის პალატაში ის ყოველ კვირა კუნთოვანი მასის დაახლოებით 30%-ს კარგავდა. ასევე, ფეხბურთელს ამჟამად საუბარიც უძნელდება.
დიდი ალბათობით, ფეხბურთელს საავადმყოფოდან მომდევნო ორ კვირაში გამოწერენ და ის პირველი თვეების მანძილზე მკურნალობას საკუთარ სახლში გააგრძელებს, თუმცა საფეხბურთო მოედანზე მისი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.