პსჟ-ს ფეხბურთელები და პრეზიდენტი მბაპეს ბოლო ინტერვიუთი გაოგნებულები დარჩნენ
კილიან მბაპეს ინტერვიუმ, რომელშიც მან „პარი სენ-ჟერმენი“ გააკრიტიკა, კლუბის ხელმძღვანელობის განრისხება გამოიწვია.
France Football-თან ჩაწერილ ინტერვიუში, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის წარუმატებლობაზე მას არ უნდა ეკითხებოდნენ პასუხს და ასევე ისიც დაამატა, რომ „პსჟ-ში“ თამაშის გამო, მისი მიღწევები არასაკმარისად ფასობს.
RMC Sport-ის ინფორმაციით, „პსჟ-ს“ ფეხბურთელების ნაწილი ამ ინტერვიუთი გაოგნებული და გაბრაზებული დარჩა. ექვსი მოთამაშე, საიდანაც ორი ახალწვეულია, ამის თაობაზე კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის დაუკავშირდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ მბაპემ ამით „პსჟ“ შეურაცხყო.
თავად ალ ხელაიფი, როგორც წყარო წერს, ამ ინტერვიუს გამო უბრალოდ შოკში დარჩა, მისი აზრით, ეს უპატივცემლობაა როგორც თანაგუნდელების, ისე მწვრთნელის და ქომაგების. გარდა ამისა, ის ვერ ხვდება, რომ თუ მბაპე ასე ფიქრობს, მაშინ რატომ არ ცდილობს გუნდიდან რაც შეიძლება მალე წასვლას.