ავტორიზაცია

რომელუ ლუკაკუ ინტერში დასაბრუნებლად მზადაა ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს

რომელუ ლუკაკუ ინტერში დასაბრუნებლად მზადაა ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს
თარიღი 09 Jul 2023, 17:00
"ჩელსის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მზადაა ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირებისთვის, რათა მილანის "ინტერში" დაბრუნდეს, სადაც მან გასული სეზონი იჯარით გაატარა. ამის შესახებ The Telegraph იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლუკაკუ მზად არის ხელფასი თითქმის 1 მილიონი ფუნტით (დაახლოებით 1,2 მილიონი ევრო) წელიწადში შეიმციროს, რათა "ინტერში" თამაში გააგრძელოს. 

აღსანიშნავია, რომ 30 წლის ბელგიელი არ არის დაინტერესებული "იუვენტუსში" გადასვლის ვარიანტით, რომლის ინტერესის შესახებ ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი.

"ინტერი" უახლოეს მომავალში "ჩელსის" ლუკაკუს თაობაზე ახალ შეთავაზებას გაუკეთებს 40 მილიონი ევროს ოდენობით, სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით.

გასულ სეზონში ლუკაკუმ "ინტერის" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.