ფაბრიციო რომანო: "რეალი მბაპეს ფასს ელოდება, პსჟ-ს კი სიტუაციის ამ თვეშივე მოგვარება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი"
ფაბრიციო რომანოს ბოლო ინფორმაცია კილიან მბაპესთან დაკავშირებით.
ავტორიტეტული იტალიელი ინსაიდერის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში მბაპესგან საკუთარ მომავალზე საბოლოო პასუხს ელოდება. თუ კილიანი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის, კლუბი მას ფასს ოფიციალურად დაადებს.
„რეალი“ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მოვლენების განვითარებას ელოდება. უფრო კონკრეტულად, მადრიდელები ელიან, როდის დაადებს „პსჟ“ ფეხბურთელს თავის ფასს.
რომანოს თქმით, სიმართლეა ის, რაც დღეს პრესაში გაიჟღერა - „პსჟ-ს“ რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბის პრეზიდენტს მბაპეს ბოლო ინტერვიუში ნათქვამი სიტყვების გამო უკმაყოფილება გამოუთქვა.
საფრანგეთის ჩემპიონების ხელმძღვანელობას სურს, რომ მბაპეს მომავალი ამ თვეშივე გადაწყდეს, რადგან გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაკომპლექტებულად მოახერხოს.
პარიზელებს სჯერათ, რომ მბაპეს „რეალთან“ 2024 წლისთვის შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, ამიტომ მადრიდული კლუბი მომგებიან სიტუაციაში იმყოფება.
თუმცა, „პსჟ-ს“ ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა კატეგორიულად არ სურს, ამიტომ, მბაპეს მხოლოდ ორ ვარიანტს სთავაზობს: ან კონტრაქტის გახანაგრძლივება, ან წელსვე წასვლა.