ავტორიზაცია

არდა გიულერმა შვებულებაში გასვლა არ მოისურვა და ვარჯიშის რაც შეიძლება მალე დაწყების სურვილი გამოთქვა

არდა გიულერმა შვებულებაში გასვლა არ მოისურვა და ვარჯიშის რაც შეიძლება მალე დაწყების სურვილი გამოთქვა
თარიღი 09 ივლ 2023, 22:58
მადრიდის „რეალმა" თურქი ნახევარმცველის, არდა გიულერის ტრანსფერი 2 დღის წინ დახურა და ფეხბურთელი 24-ნომრიანი მაისურით წარადგინა კიდეც.

ამის შემდეგ, 18 წლის ფეხბურთელს შვებულებაში შეეძლო წასვლა - კლუბმა მას შეატყობინა, რომ ვარჯიშებზე გამოცხადება მას 20 ივლისიდან შეუძლია.

თუმცა, თავად ახალგაზრდა თურქმა დამატებით დასვენების დღეებზე უარი თქვა და რაც შეიძლება მალე დაბრუნების სურვილი გამოთქვა. 

საქმე ისაა, რომ „რეალი" სეზონისთვის მზადებას 10 ივლისს დაიწყებს, თუმცა ვინც ივნისში სანაკრებო ბატალიებში იყო ჩართული, ის გუნდს 20-დან შეუერთდება. თუმცა, მათ რიცხვში არ არის არდა გიულერი.

ნაკრებში ასპარეზობის მიუხედავად, მან „რეალის" განკარგულებაში გამოცხადება რაც შეიძლება მალე ითხოვა და ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან შეუდგება.