ავტორიზაცია

პსჟ-ს ხელმძღვანელობა ვა-ბანკზე მიდის! პარიზელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მბაპე გუნდიდან განდევნონ

პსჟ-ს ხელმძღვანელობა ვა-ბანკზე მიდის! პარიზელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მბაპე გუნდიდან განდევნონ
თარიღი 10 Jul 2023, 22:12
„პარი სენ-ჟერმენში“ კილიან მბაპეს ქცევები ყელში ამოუვიდათ.

Le Parisien-ის ინფორმაციით, კლუბის მფლობელი, შეიხი ტამინ ბინ ჰამად ალ-ტან დაიღალა მბაპეს საქციელებით და ფეხბურთელის დაუყონებლივ გაყიდვა სურს.

თუმცა, სხვა აზრზე რჩება თავად მბაპეც, რომელსაც ამ სეზონში „პსჟ-ში“ დარჩენა და გაისად უფასოდ წასვლა სურს. ამ ვარიანტს კლუბში არც კი განიხილავენ და ამიტომ, მხარეებს შორის გაუგებრობა დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზული ხდება.

„პსჟ“ ამ ზაფხულის შემდეგ მბაპეს გუნდში ყოლის მხოლოდ ერთ გზას ხედავს - მან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს. თუმცა, თავად ფეხბურთელი ამის გაკეთებას არ აპირებს და არც პარიზელთა ულტიმატუმებს თანხმდება.

მიუხედავად ამ დიდი გაუგებრობისა, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ თუ იქამდე არაფერი შეიცვალა, მბაპე „პსჟ-ს“ იაპონიაში წინასასეზონო ტურნეში გაყვება.

თუმცა, პარიზელები უკან დახევას არ აპირებენ - იგივე Le Parisien იმასაც წერს, რომ ხელმძღვანელობა აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს, რომ კილიანს პარიზში სიცოცხლე შესძულდეს და გუნდიდან რაც შეიძლება მალე აბარგებაზე დაფიქრდეს. კონკრეტულად რა ზომების მიმართვას აპირებენ ხელმძღვანელობაში, გამოცემა არ აზუსტებს.