"სკამზეც რომ დასვან, არსად წავა", - ფრანგი ჟურნალისტი მბაპეზე
RMC Sport-ის ჟურნალისტი დანიელე რიოლო კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებით საკუთარ ინფორმაციას ამჟღავნებს.
ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, რომელსაც რიოლო დღეს დაესწრო, მან აღნიშნა რომ პსჟ-ს ულტიმატუმის მიუხედავად, მბაპე წელს გუნდს არ დატოვებს.
"მბაპე მომავალ სეზონშიც პსჟ-ში იქნება. მთელი წლით სკამზეც რომ დასვან, ის არ წავა." - აღნიშნა რიოლომ.
საინტერესოა, რომ შარშან, 2022 წლის 5 აპრილს, როცა ყველას მბაპეს რეალში გადასვლა გადაწყვეტილი ეგონა, სწორედ ამ
ჟურნალისტმა თქვა, რომ კილიანი მაისში კონტრაქტს გაახანგრძლივებს და პსჟ-ში დარჩება, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა.