ნეიმარმა ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა

ოთხთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, ნეიმარმა პსჟ-ში ვარჯიში განაახლა.
ბრაზილიელმა 4 მარტს დაზიანებულ ტერფზე ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და შესაბამისად, არც მოედანზე გასულა სათამაშოდ.
დღეს, ნეიმარმა გუნდთან ერთად ვარჯიში და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.
ბრაზილიელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ კლუბს მისი გაშვება სურს, დიდი ალბათობით ის ახალ სეზონსაც პარიზში გაატარებს.