"რონალდოც მინახავს და ზიდანიც" - კაზემირომ თავისი თაობის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა, კაზემირომ თავისი თაობის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
"საუკეთესო ფეხბურთელები? ლეო მესი ყოველთვის ჩემი მეტოქე იყო, ბარსელონას და არგენტინის ნაკრებს ვერსად გავექცეოდი. მის თამაშს ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება, ამით უბრალოდ უნდა ისიამოვნო და დატკბე.
მარადონას და პელეს წინააღმდეგ თამაში არ მომიწია, სამაგიეროდ, ვიხილე ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუს და ნეიმარის თამაში - ჩემი თაობის სამი ცალსახად საუკეთესო ფეხბურთელის.
რონალდოც მინახავს, ზიდანიც, მაგრამ ეს სამეული - საუკეთესოა ჩემს თაობაში.
კრიშტიანუს წინააღმდეგ არასდროს არ მითამაშია. მადლობა ღმერთს, რომ მან უამრავი ტიტული და გამარჯვება მაჩუქა." - აღნიშნა 31 წლის ფეხბურთელმა.