ფოტო: "შენ რატომ ვერ მოიგე აქამდე ოქროს ბურთი", - მუდრიკმა ფანს არ მოუთმინა

ჩელსის უკრაინელმა შემტევმა, მიხაილო მუდრიკმა, ინსტაგრამზე გულშემატკივრისგან რჩევის მოსმენა არ მოისურვა.

"ისწავლე ბურთით 360 გრადუსზე დატრიალება, ეს მიმართულების ადვილად შეცვლაში და არასტანდარტულ მოქმედებაში დაგეხმარება. ბურთით ერთი მიმართულებით სირბილი საკმარისი არ არის." - წერს ქომაგი ნიკნეიმით generalaktd.
თუმცა, მუდრიკმა რჩევის მიღება არ მოისურვა და გულშემატკივარს პირდაპირ უპასუხა:
"შენ რატომ არ მოგიგია აქამდე ოქროს ბურთი?"

ზამთარში, შახტარიდან ჩელსიში 100 მილიონად გადასვლის შემდეგ, უკრაინელმა პრემიერ ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და ჯერ მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.