ლაკაზეტი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს

"ლიონის" თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი, შესაძლოა საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსაიდერმა ნიკოლო შირამ განაცხადა.
როგორც ჟურნალისტისთვის გახდა ცნობილი, ფორვარდის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი წარმომადგენელი იჩენს.
ლაკაზეტმა წარმატებულად ჩაატარა გასული სეზონი. 32 წლის თავდამსხმელმა ლიგა 1-ში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტის კონტრაქტი "ლიონთან" 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.