მეცის ინტერესი L'Equipe-მა დაადასტურა - რამდენის გადახდა მოუწევს ფრანგულ გუნდს ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვის შემთხვევაში?
გუშინ, დღის პირველ ნახევარში ცნობილმა ბელგიელმა ჟურნალისტმა საშა ტავოლიერიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ფრანგულ "მეცში" გააგრძელებდა.
მოგვიანებით, ტავოლიერიმ სოციალურ ქსელში ინფორმაცია განაახლა, რომლის მიხედვითაც ტრანსფერი შესაძლოა გადაიდოს ან ჩაიშალოს.
წყაროს ცნობით, მაშინ როცა შეთანხმება მიღწეული იყო და დღეს მხოლოდ ფორმალური საკითხები უნდა მოგარებულიყო, "მეცმა" მთავარი მწვრთნელის მეშვეობით 2 დღით მოცდა ითხოვა.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩაკვეტაძის "მეცში" ტრანსფერის შესახებ, ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, L'Equipe-მაც დაადასტურა.

მათი ინფორმაციით, "მეცი" ცდილობს ქართველი ფეხბურთელი ჯერ იჯარის წესით დაიმატოს, შემდეგ კი 2 მილიონის სანაცვლოდ გამოისყიდოს.