ავტორიზაცია

იუვენტუსმა პოგბას სატრანაფერო ფასი დაასახელა

იუვენტუსმა პოგბას სატრანაფერო ფასი დაასახელა
თარიღი 11 ივლ 2023, 13:44
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა კლუბი შეცვალოს. 

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, საუდის არაბეთის "ალ-იტიჰადი" ფრანგი ნახევარმცველის მომსახურებით არის დაინტერესებული.

"ბებერი ქალბატონი", თავის მხრივ, მზადაა ფეხბურთელთან გაუშვას, თუ მას ათი მილიონი ევრო შესთავაზებენ. 

ფეხბურთელი იტალიურ გუნდთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

პოლ იუვენტუსში გასულ ზაფხულს დაბრუნდა. იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ნახევარმცველმა ტრავმის გამო მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა.