ავტორიზაცია

რევაზ ჩელებაძე: "ვფიქრობ, ასტანას გამარჯვების მეტი შანსი აქვს"

რევაზ ჩელებაძე: "ვფიქრობ, ასტანას გამარჯვების მეტი შანსი აქვს"
თარიღი 11 Jul 2023, 15:05
ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე "ასტანა" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" 
დაუპირისპირდება. (საპასუხო თამაში 19 ივლისს თბილისში გაიმართება). 

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თბილისის "დინამოს" ყოფილმა თავდამსხმელმა რევაზ ჩელებაძემ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა. 

„საფეხბურთო კლუბები ამჟამად ყაზახეთში უფრო განვითარებულია, ვიდრე საქართველოში. 

მე ვგულშემატკივრობ დინამოს და რა თქმა უნდა, მინდა გამარჯვება. თუმცა, ვფიქრობ, ასტანას გამარჯვების მეტი შანსი აქვს. “, - განუცხადა Legalbet.kz-ს ჩელებაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.