ავტორიზაცია

ზიელინსკი შესაძლოა საუდის არაბეთის კლუბში გადავიდეს

ზიელინსკი შესაძლოა საუდის არაბეთის კლუბში გადავიდეს
თარიღი 11 Jul 2023, 15:39
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ცნობით, "ნაპოლის" პოლონელი ნახევარმცველის პიოტრ ზიელინსკის მიმართ ინტერესს საუდის არბეთიდან იჩენენ.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი კლუბი დაინტერესებულია პიოტრ ზიელინსკის ტრანსფერით და მზადაა ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს წლიური 12 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

როგორც იტალიური გამოცემებისგან გახდა ცნობილი, ზიელინსკის მიმართ ინტერეს რომის "ლაციოც" იჩენს.

შეგახსენებთ, რომ ზიელინსკიმ სერია A-ს გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.