ავტორიზაცია

სკამაკა: "რაისისთვის 120 მილიონი ევრო არ არის საკმარისი, ის მეტი ღირს"

სკამაკა: "რაისისთვის 120 მილიონი ევრო არ არის საკმარისი, ის მეტი ღირს"
თარიღი 12 ივლ 2023, 11:54
"ვესტ ჰემის" თავდამსხმელმა ჯანლუკა სკამაკამ თავისი თანაგუნდელის დეკლან რაისის სატრანსფერო ღირებულება შეაფასა, რომელიც ლონდონის "არსენალში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. 

"მეთოფეებმა" ინგლისელში დაახლოებით 120 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ. ბონუსების ჩათვლით, ინგლისელი მალე შეიძლება გახდეს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი პრემიერ ლიგის ისტორიაში.

„რაისისთვის 120 მილიონი ევრო არ არის საკმარისი, ის მეტი ღირს. ნამდვილად საუკეთესო ნახევარმცველი, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ის ძალიან ძლიერია. დეკლანი სტივენ ჯერარდს მაგონებს. “, - განუცხადა სკამაკამ Calciomercato-ს.