ავტორიზაცია

ბარსელონა ორიოლ რომეუს ტრანსფერთან ახლოსაა

ბარსელონა ორიოლ რომეუს ტრანსფერთან ახლოსაა
თარიღი 12 ივლ 2023, 13:11
კატალონიური "ბარსელონა"  "ჟირონას" ნახევატმცველის ორიოლ რომეუს ტრანსფერთან ახლოსაა. 

Sport-ის ცნობით, ესპანელის გადასვლა საათების საკითხია. აღსანიშნავია, რომ "ჟირონა" ფ3ხბურთელის ტრანსფერში 8 მილიონ ევროს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავად რომეუ "ბარსელონას" პერსონალური კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა. 

რომეუმ კარიერის უმეტესი ნაწილი "საუთჰემპტონში" გაატარა, მაგრამ გასულ ზაფხულს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნდა, სადაც კონტრაქტი "ჟირონასთან" გააფორმა.