ავტორიზაცია

L'EQUIPE: "ეს ტრანსფერი აშკარად გაიყინა" - რა ხდება ჩაკვეტაძის მომავალთან დაკავშირებით

L'EQUIPE: "ეს ტრანსფერი აშკარად გაიყინა" - რა ხდება ჩაკვეტაძის მომავალთან დაკავშირებით
თარიღი 12 ივლ 2023, 13:22
როგორც იცით საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის საფრანგეთის ლიგა 1-ში ტრანსფერის თაობაზე აქტიურად იწერება.

ამჯერად, პიტენციურ ტრანსფერს L'EQUIPE-ის ჟურნალისტი ნაბილ ჯელიტი გამოახმაურა.

"როგორც ჩანს, გიორგი ჩაკვეტაძე არ გადავა ლიგა 1-ში აღზევებულ მეცში, ეს ტრანსფერი აშკარად გაიყინა. ", - წერს ჯელიტი სოციალურ ქსელში.

ორი დღის წინ RMC SPORT-ის ბელგიელმა ჟურნალისტმა საშა ტავოლიერიმ დაწერა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის საიჯარო ტრანსფერი გამოსყიდვის უფლებით ბელგიური გენტიდან და "მეცში" გადაწყვეტილია და მას მხოლოდ მხარეთა გამოცხადება აკლდა. 

ამის შემდეგ ტავოლიერიმ ინფორმაცია განაახლა და დაწერა, რომ "მეცმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის ლასლო ბოლონის სახელით გადაწყვეტილებისთვის 2 დღე ითხოვა.