ავტორიზაცია

ფიფამ ალ-ნასრს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია

ფიფამ ალ-ნასრს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია
თარიღი 12 Jul 2023, 14:48
"ალ-ნასრს" ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია აეკრძალა. ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის თქმით, გადაწყვეტილება ფიფამ მიიღო. 

მიზეზი ის გახლავთ, რომ ერთ დროს საუდის არაბეთის გუნდმა "ლესტერს" აჰმედ მუსას ტრანსფერისთვის საჭირო პრემიები არ გადაუხადა. ეს ტრანსფრრი 2018 წელს შედგა.

"ალ-ნასრმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მილანის "ინტერიდან" ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩის შეძენა 18 მილიონ ევროდ მოახერხა. გუნდში ასევე თამაშობს ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ.

ალ-ნასრი ფანჯრის დახურვამდე კიდევ რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას გეგმავდა.