ავტორიზაცია

კეინმა ტოტენჰემის შთამბეჭდავ შეთავაზებაზე უარი თქვა და ახალი კლუბი აირჩია

კეინმა ტოტენჰემის შთამბეჭდავ შეთავაზებაზე უარი თქვა და ახალი კლუბი აირჩია
თარიღი 12 Jul 2023, 14:29
"ტოტენჰემ ჰოტსპურის" ლიდერს ჰარი კეინს კლუბის შეცვლა სურს. 

როგორც ESPN-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, 29 წლის 
ფორვარდმა სპურსის შეთავაზებაზე თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. 

დედაქალაქური კლუბი მზად იყო ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 470 000 ევრომდე გაეზარდა. კეინმა უარყო შეთავაზება. 

თავდამსხმელს გერმანიის ჩემპიონატში გადასვლა სურს, სადაც მის მიმართ ინტერესს მიუნხენის "ბაიერნი" იჩენს. გერმანული გრანდი თავდამსხმელის ტრანსფერზე მორიგ წინადადებას ამზადებს.