სერია A-ს სამი გუნდი საზონოვის ტრანსფერით ინტერესდება - ერთ-ერთი კი მოსკოვის დინამოსთან პირდაპირ კონტაქტზეა

წარმატებული ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" ცენტრალური მცველის საბა საზონოვის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
ცნობილი იტალიური გამოცემის Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, საბა საზონოვით 3 იტალიური კლუბი ინტერესდება. ეს გუნდები: "სასუოლო", "ფროზინონე" და "უდინეზე არიან.
აღსანიშნავია, რომ "სასუოლო" უკვე დაუკავშირდა მოსკოვის "დინამოს", ასევე "ფროზინონესთან" დაკავშირებითაც ორმხრივი ინტერესია, ხოლო ამ ეტაპზე "უდინეზე" უკანა ფლანგზე რჩება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე გამოეცემის მიხედვით საზონოვი ევროოის 21-წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.