ავტორიზაცია

ლაპორტა: "დაბრუნდება თუ არა მესი ოდესმე? ჩვენ ეს წელსვე გვინდოდა, მაგრამ სჯობს მას თავად ჰკითხოთ"

ლაპორტა: "დაბრუნდება თუ არა მესი ოდესმე? ჩვენ ეს წელსვე გვინდოდა, მაგრამ სჯობს მას თავად ჰკითხოთ"
თარიღი 12 ივლ 2023, 22:25
ჟოან ლაპორტა არ არის დარწმუნებული, რომ ლეო მესი „ბარსელონას“ მაისურს კიდევ ოდესმე მოირგებს.

როგორი ურთიერთობა გაქვთ მესისთან?

კარგი და კორექტული. ჩვენი კომუნიკაცია არ გრძელდება. მაიამიში მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ და ბარსელონა მის სახლად რჩება.

ჩვენი ურთიერთობა დასრულდა, როცა ის პარიზში წავიდა და შემდეგ განახლდა წელს, მაგრამ წარმატების გარეშე, იმიტომ რომ საწადელს ვერ მივაღწიეთ.

მის საპატივცემლო მატჩზე რა ხდება?

ვიღაცამ მითხრა, რომ კარგი იქნება თუ მას კლუბის 125 წლის იუბილეზე ჩავატარებთ და კარგი იქნებოდა, თუ ამ დღეს ყველა შევიკრიბებით, ვინც „ბარსა“ ასეთ დიადად აქცია.

როგორ ფიქრობთ, ითამაშებს თუ არა ის კიდევ ოდესმე „ბარსელონას“ მაისურით?

მგონია, რომ ყველაფერი ცოტა რთულად არის და სჯობს, მას პირადად ჰკითხოთ. მე წელსვე დაბრუნებაზე ვფიქრობდი, ეს ყველას გვინდოდა, მათ შორის ხავის, მეც და მმართველობასაც. მაგრამ, ეს არ მოხდა.

ლეო თავს კარგად უვლის, ძალიან ნიჭიერია და გადამწყვეტი უპირატესობის გუნდისთვის მოტანა სულ შეუძლია, როგორც ეს 2022 წლის მუნდიალზე მოხდა. მაგრამ, ამ საქმეში ჩაბმას აღარ ვაპირებ.“, - აღნიშნა „ბარსას“ პრეზიდენტმა.