ავტორიზაცია

"თუ ვინმეს შევადარებ - მხოლოდ რონალდოს", - ლაპორტა ბარსელონას ახალწვეულზე

"თუ ვინმეს შევადარებ - მხოლოდ რონალდოს", - ლაპორტა ბარსელონას ახალწვეულზე
თარიღი 12 ივლ 2023, 22:16
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ვიტორ როკეს თამაშის მოლოდინზე ისაუბრა, რომელიც კლუბს „ატლეტიკო პარანაენსედან“ 2024 წლის იანვარში ან ზაფხულში შეუერთდება.

„ჩვენ გვაქვს ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმა და როკეს რეგისტრაცია მომდევნო წლის იანვარზე ან ივნისზეა დაგეგმილი, თუ პროგნოზები არ გაუმჯობესდება, თუმცა ეს შეიძლება მანამდეც მოხდეს. კონტრაქტი გაფორმებულია და ის უკვე „ბარსელონას“ ფეხბურთელად მოიაზრება.

რას ველი ამ ფეხბურთელისგან? გოლებს, მას ძალიან თავისებური სტილი აქვს. მისი შედარება რონალდოსთან ან რომარიოსთან არ შეიძლება - ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია საჯარიმოში შეიჭრას და ორივე ფეხით ნებისმიერი წერტილიდან გაიტანოს.

ვის მაგონებს ყველაზე მეტად? ის სხვებისგან განსხვავება, ვინც ადრე გვყავდა. არ შემიძლია, რომ ის რონალდინიოს შევადარო, იმიტომ რომ ის განსხვავებულად თამაშობს. ის ძლიერია და მიუხედავად ასაკისა, უფრო რონალდოს თუ შეადარებ - ისიც ფიზიკურად ძლიერია და ისიც ბრაზილიელია.“, - აღნიშნა ჟოან ლაპორტამ.