"შეთანხმებულები ვიყავით, მაგრამ აუქციონში არ მოვისურვეთ მონაწილეობა", - ლაპორტა გიულერის ჩაშლილ ტრანსფერზე
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, არდა გიულერის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.
18 წლის თურქი ნახევარმცველი „ბარსაში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ უარი უთხრა და მადრიდის „რეალს“ შეუერთდა.
„არდას ტრანსფერი? ფეხბურთელთან შეთანხმებულები ვიყავით და „ფენერბაჰჩეს“ 17.5 მილიონის გადახდაზე შევუთანხმდით.
თუმცა, შემდეგ სხვა კლუბებიც ჩაერთვნენ საქმეში, მაგალითად მადრიდის „რეალი“ და გაცილებით დიდი ფული გადაიხადეს.
შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუქციონში არ ჩავრთულიყავით, რადგან სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს და კოლექტიურადაც და ინდივიდუალურადაც, „რეალზე“ უკეთესი გუნდი ვართ.“, - აღნიშნა ლაპორტამ.