გორის დილა სლოვაკეთში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - ყველაფერს განმეორებითი მატჩი გადაწყვეტს
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გორის "დილა" სტუმრად "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
პირველ ნახევარში გორულმა კლუბმა აქტიურად დაიწყო, თუმცა 33-ე და 36-ე წუთებზე ტრუსა და რამადანის გოლების წყალობით სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.
43-ე წუთზე კოვტალიუკმა ურთულელსი სიტუაციიდან მეკარეს აჯობა და ჩამორჩენა მინიმამდე დაიყვანა. მატჩის მიწურულს დემჩენკოს გუნდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გეილის დარტყმული პეტრასმა მოიგერია (1:2).
განმეორებითი მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე 20 ივლისს გაიმართება.