ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ვეიგას კანდიდატურას დაუბრუნდა

მადრიდის რეალი ვეიგას კანდიდატურას დაუბრუნდა
თარიღი 14 Jul 2023, 11:44
Sport.es-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" "სელტას" ნახევარმცველის გაბრიელ ვეიგას კანდიდატურას დაუბრუნდა.

21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 40 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი. ეს არის კომპენსაციის ოდენობა, რომელიც წერია ფეხბურთელის კონტრაქტში ვიგოურ კლუბთან.

ვეიგას სელტასთან შრომითი ხელშეკრულების ვადა 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 

გასულ სეზონში გაბრიელმა ყველა ტურნირზე 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.