ავტორიზაცია

მილანი ვილიარეალის ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება

მილანი ვილიარეალის ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 14 ივლ 2023, 11:54
იტალიური "მილანი" "ვილიარეალის" თავდამსხმელის, არნო დანჟუმას ტრანსფერით ინტერესდება.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, "როსონერიმ" ფეხბურთელი თავდამსხმელის პოზიციის გასაძლიერებლად მოკლე სიაში შეიყვანა.

წყარო აღნიშნავს, რომ დანჟუმით ამ დროისთვის კიდევ ორი კლუბიც არის დაინტერესებული - "ფეიენოორდი" და "ევერტონი".

გასული სეზონის მეორე ნახევარში დანჟუმამ ინგლისის პრემიერ ლიგაში "ტოტენჰემის" შემადგენლობაში ერთი გოლი გაიტანა.