რატომ ვერ მოხვდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის პრესეზონის განაცხადში?
„ნაპოლიმ“ წინასასეზონო მომზადების განაცხადი გამოაქვეყნა და მასში გუნდის ლიდერები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ვერ მოხვდნენ.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ „პარტონოპეის“ ლიდერებმა 2022/23-სეზონი თანაგუნდელებზე გვიან დაასრულეს, რადგან საკუთარი ქვეყნის სანაკრებო მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.
ამის გამო, „ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ხვიჩას და ოსიმენს დამატებითი დასვენების დღეები მისცა და ისინი თანაგუნდელებს დიმაროში გასამართ ვარჯიშებზე პირველივე დღეებიდან არ გამოცხადდებიან.
„ნაპოლი“ იტალიის ქალაქ დიმაროში 14-დან 25 ივლისამდე ივარჯიშებს და ამ პრესეზონის გასავლელად რუდი გარსიამ 26 ფეხბურთელს უხმო. კვარაცხელია, ოსიმენი და ალექს მერეტი კი (იტალიის ნაკრები), თანაგუნდელებს მომდევნო დღეებში შეუერთდებიან