მოლაპარაკებებში პროგრესია: ინტერმა ზომერი შესაძლოა შეღავათიან ფასად დაიმატოს
მილანის "ინტერი" მეკარე იან ზომერის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
"ნერაძურის" შვეიცარიელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ - სრული შეთანხმება უახლოეს საათებში უნდა მოხდეს.
"ნერაძურის" შვეიცარიელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ - სრული შეთანხმება უახლოეს საათებში უნდა მოხდეს.
ამის შემდეგ "ინტერი" "ბაიერნთან" ოფიციალურ სატრანსფერო მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანელებს 34 წლის მეკარის 6 მილიონ ევროდ ყიდვა სურთ, რაც გერმანულ კლუბთან ფეხბურთელის კონტრაქტში გაწერილი კომპენსაციის თანხაზე ნაკლებია. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ასეთი წინადადება მიუნხენელთა ხელმძღვანელობას.