კავანი ვალენსიასთან კონტრაქტის გაწყვეტის პირობებზე ვერ თანხმდება
"ვალენსია" მოლაპარაკებებს აწარმოებს ედინსონ კავანისთან თანამშრომლობის ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
36 წლის თავდამსხმელი არ ჯდება "ღამურების" მეთაურის რუბენ ბატახას გეგმებში, ამიტომ კლუბი მზადაა ურუგვაელთან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაწყვიტოს.

Marca-ს ცნობით, ორივე მხარე დაინტერესებულია კონტრაქტის გაწყვეტით, მაგრამ ჯერ ვერ შეთანხმდნენ კონტრაქტის გაწყვეტის პირობებზე.
კავანი "ვალენსიას" დამოკიდებულებით უკმაყოფილოა - ფეხბურთელს მთელი ხელფასის მიღება სურს.
მოგეხსენებათ, ედინსონ კავანის შეუძლია კარიერის "ბოკა ხუნიორსში" გაგრძელება, მაგრამ არგენტინული კლუბი მზადაა ვეტერანი მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.