ლუკაკუმ იუვენტუსთან კონტრქტის პირობები შეათანხმა

"ჩელსის" ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ "იუვენტუსთან" პირადი კონტრაქტის პირობების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
იტალიური წყაროებიდან ინფორმაციით, ტურინული კლუბი ბელგიელ ფეხბურთელს დუშან ვლახოვიჩის პოტენციურ შემცვლელად ხედავს, რომელიც შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდეს.
იტალიური წყაროებიდან ინფორმაციით, ტურინული კლუბი ბელგიელ ფეხბურთელს დუშან ვლახოვიჩის პოტენციურ შემცვლელად ხედავს, რომელიც შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდეს.
"ინტერი", რომელიც დიდი ხანია ლუკაკუს დამატების მთავარი კანდიდატი იყო, აპირებს გარიგებიდან გამოსვლას, რადგან ისინი იმედგაცრუებულნი არიან 30 წლის თავდამსხმელის გადაწყვეტილებით.
ამასობაში, Tuttosport-ის ცნობით, რომელუმ "იუვენტუსთან" კონტრაქტის პირობებზე უკვე შეათანხმა. ფეხბურთელი "ბიანკონერის" რიგებში გადასვლის შემთხვევაში წელიწადში დაახლოებით 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.