ავტორიზაცია

ნაპოლის მთავარი მწვრთნელი: "ვიმედოვნებ, რომ კვარა და ოსიმენი გააგრძელებენ განსხვავების შექმნას და გამარჯვებაში დაგვეხმარებიან"

ნაპოლის მთავარი მწვრთნელი: "ვიმედოვნებ, რომ კვარა და ოსიმენი გააგრძელებენ განსხვავების შექმნას და გამარჯვებაში დაგვეხმარებიან"
თარიღი 16 ივლ 2023, 00:38
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ნეაპოლური გუნდის შეკრების დაწყებას პრესკონფერენცია მიუძღვნა.

ფრანგმა სპეციალისტმა სხვა თემებთან ერთად გუნდის ლიდერებზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზეც ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ, რომ ოსიმენსა და კვარაცხელიასთან ვიმუშავებ. ინდივიდები გამოირჩევიან გოლებით და საგოლე პასებით, მაგრამ მათ ამის გაკეთება იმიტომ შეუძლიათ, რომ ბურთი მათთან მიდის. 

ერთი რამ ცხადია, მთავარი გუნდია და არა ინდივიდი. ვიმედოვნებ, რომ კვარა და ოსიმენი გააგრძელებენ განსხვავების შექმნას და გამარჯვებაში დაგვეხმარებიან, მაგრამ მე ყურადღებას ვაქცევ მთლიანი გუნდს და მთელ შემადგენლობას ერთად ვაფასებ. ",- განაცხადა "ნაპოლის" მფავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი რომლებმაც ივნისში ეროვნულ ნაკრებებში ითამაშეს, გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდებიან

"ნაპოლი" სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, "ფროზინონეს" დაუპირისპირდება.