ავტორიზაცია

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ფაბინიო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ფაბინიო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
თარიღი 16 Jul 2023, 22:58
„ლივერპულის“ საყრდენი ნახევარმცველი, ბრაზილიელი ფაბინიო კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებასთან ახლოსაა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპული“ და „ალ იტიჰადი“ ფაბინიოს ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ - საუდელებმა მერსისაიდელებს ოფიციალური შეთავაზებით მიმართეს, რის შემდეგაც გუნდები ამჟამად გადახდის სტრუქტურას და სხვადასხვა ბონუსებს განიხილავენ.

„ალ იტიჰადში“ ფაბინიო ნგოლო კანტეს და კარიმ ბენზემას უნდა შეუერთდეს - ფეხბურთელმა კლუბს თანხმობა მთავარი მწვრთნელის, ნუნო ეშპირიტუ სანტუსთან გასაუბრების შემდეგ უთხრა.

ამჟამად კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და საბოლოო შეთანხმება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი.