ავტორიზაცია

უეინ რუნი: "მესისთვის MLS-ში ადვილი ნამდვილად არ იქნება, მას ბევრი შრომა მოუწევს"

უეინ რუნი: "მესისთვის MLS-ში ადვილი ნამდვილად არ იქნება, მას ბევრი შრომა მოუწევს"
თარიღი 16 ივლ 2023, 23:33
„დისი იუნაიტედის“ მწვრთნელი, უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ ლეო მესის MLS-ში დიდი შრომა მოუწევს.

„მისთვის აქ ყველაფერია მომზადებული. მისი საუკეთესო მეგობრები ჩამოუყვანეს! ბუსკეტსი და ჟორდი ალბა უკვე „ინტერ მაიამიში“ არიან, შეიძლება ინიესტა და ლუის სუარესიც გამოვიდნენ. მათ ჰყავთ მწვრთნელი, ტატა მარტინო, რომელსაც მესი ძალიან ენდობა.

ის, რომ MLS-მა მესის მოყვანა შეძლო, განსაკუთრებით ამჟამად საუდის არაბეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ძალიან მაგარი სვლაა.

აქ მისთვის ადვილი არ იქნება. ცოტა გიჟურად ჟღერს, მაგრამ აქ ჩამოსული ფეხბურთელები მხოლოდ შემდეგ იგებენ, რომ ეს რთული ლიგაა. ფრენები, განსხვავებული ამინდები ქალაქებში, ენერგიული და ინტენსიური ფეხბურთი.“, - აღნიშნა რუნიმ.