ავტორიზაცია

ლეო მესი MLS-ში ითამაშებს - არგენტინელის პირველი ფოტო ახალი გუნდის ფორმით

ლეო მესი MLS-ში ითამაშებს - არგენტინელის პირველი ფოტო ახალი გუნდის ფორმით
თარიღი 15 ივლ 2023, 23:20
ახლა უკვე ოფიციალურად: ლეო მესი მლს-ში ითამაშებს.

„ინტერ მაიამიმ“ არგენტინელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ლეოს ამ გუნდის მაისურით გადაღებული პირველი სურათიც გამოაქვეყნა.

მესის კონტრაქტი გუნდთან 2025 წლამდეა გათვალისწინებული, „ინტერში“ ლეო 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბოლო ორი სეზონი მესიმ „პსჟ-ს“ მაისურით გაატარა და 75 მატჩში 32 გოლი და 35 საგოლე გადაცემა მიითვალა.