ავტორიზაცია

ლეო მესიმ მაიამიში სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდის ვარჯიშსაც დაესწრო

ლეო მესიმ მაიამიში სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდის ვარჯიშსაც დაესწრო
თარიღი 13 ივლ 2023, 23:03
ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ ვარჯიშს დაესწრო.

ოთხშაბათს ამერიკული კლუბის ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხუთშაბათს კი გუნდის ვარჯიშს დაესწო და ახალ თანაგუნდელებს შეხვდა.

მესის „ინტერის“ მაისურით გადაღებული სურათები კი ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებამდე არ გასაჯაროვდება.

ლეომ „ინტერ მაიმიში“ გადასვლა 7 ივნისს თავად, ინტერვიუში დაადასტურა, თუმცა კლუბთან ოფიციალური კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია.

არგენტინელის დებიუტი ახალ გუნდში შესაძლოა 21 ივლისს, მექსიკური „კრუს ასულის“ წინააღმდეგ შედგეს.