ცნობილი გახდა, რა მიზეზით სურს "პსჟ"-ს კილიან მბაპეს გაყიდვა
კილიან მბაპეს თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა "პსჟ"-ს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის.
როგორც The Athletic-ი "პსჟ"-სთან დაახლოებული წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, მბაპეს თავისუფალ აგენტის სტატუსით წასვლა პარიზელებს ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის - ისინი ამის შედეგად დაახლოებით 150 მილიონ ფუნტს დაკარგავენ.

ამის გამო "პსჟ"-ს შესაძლოა ფეხბურთელების გაყიდვა და კლუბის შემადგენლობაში სხვა ცვლილებების შეტანა მოუწიოს.
კილიანის უფასოდ წასვლა უარყოფითად იმოქმედებს კლუბის ფინანსური სამართლიანი თამაშის სტანდარტების დაცვაზე. ფრანგის კონტრაქტთან დაკავშირებით გაურკვევლობის გამო, "პსჟ"-მ შეაჩერა მოლაპარაკებები რამდენიმე ტრანსფერზე.